ბათუმში  სხვადასხვა ლოკაციაზე მარადმწვანე და წიწვოვანი ხე-მცენარეების  დარგვა მიმდინარეობს. 

 პარალელურად  მცენარეების დეკორატიული გასხვლა-ფორმირების სამუშაოები ხორციელდება. ყოველდღიურად წესრიგდება სკვერები და პარკები.
 
სამუშაოებს ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური ახორციელებს.