საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილიანა იოტოვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, პრეზიდენტს წარმატებულ საქმიანობას, ხოლო ქართველ ხალხს კეთილდღეობას უსურვებს.
„თქვენო აღმატებულებავ,
ბულგარელი ხალხისა და ჩემი სახელით, მინდა გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული დღე - 26 მაისი.
ვსარგებლობ შემთხვევით და გამოვხატავ კმაყოფილებას ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობასა და პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ორ ქვეყანასა და ხალხს შორის არსებულ მრავალწლიან ისტორიულ და კულტურულ კავშირებს, ასევე საერთო ინტერესის სფეროებში ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებისა და გაუმჯობესებისკენ მიმართულ მისწრაფებას ემყარება.
გულწრფელად ვუსურვებ ქართველ ხალხს კეთილდღეობას, ხოლო პირადად თქვენ - ჯანმრთელობას და თქვენს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატებულ საქმიანობას.
ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემის დასტური“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.