ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გზის საფარის მოწესრიგება გრძელდება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს 08:00 საათიდან 22 აგვისტოს 08:00 საათამდე,  ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გმირთა მოედნის მიმართულებით, „საქართველოს რაგბის კავშირის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა გზის სავალი ნაწილის მხოლოდ ერთ ზოლში შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს