თბილისის ენერჯის ინფორმაციით, დაბა ზაჰესისა და დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე ავარიის სირთულის გამო გაზმომარაგება ხვალ აღდგება
"გაცნობებთ, რომ გაზსადენზე მომხდარი ავარიის სირთულიდან გამომდინარე, დღეს, 12 ნოემბერს, დაბა ზაჰესისა და დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე გაზმომარაგების აღდგენა ვერ მოხერხდა.
აღდგენითი სამუშაოები გაგრძელდება და გაზმომარაგება ხვალ, 13 ნოემბერს 12:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.
გაზმომარაგება შეზღუდული აქვს შემდეგ ტერიტორიებსა და ობიექტებს:
გლდანის რაიონი, დაბა ზაჰესის ტერიტორია:
ბიჭვინთის, ენერგეტიკების (ყოფილი შალვა აფხაიძის), მშვიდობის, თავისუფლების, კასკადისა და ავჭალის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას.
ასევე, ბიჭვინთის, სკოლის, უწერის, ჩიქვანაიას, გოჩა ცქიტიშვილის, სხვიტორის, ხანძთელის, მაყაშვილის, შუშის, რევოლუციის, ბარისახოს, ანდრონიკაშვილის, ჭიჭინაძის, კეცხოველის, ყაზბეგის, პლატინისა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორის:
- შპს „ზაჰესი 2007“ (საბაჟო ტერმინალი);- შპს „ჯავარდინი“;- შპს „ვაზი პლიუსი“;- შპს „თბილცემენტგრუპი“;- შპს „სატრაპეზო“;- შპს „ზაჰესი პლაზა“;- შპს „აგროქემიკალს ჯორჯია“;- შპს „საქენერგორემონტი“;- №208 საჯარო სკოლა;- შპს „ჯორჯიან ბეტონ კომპანი“;- შპს „ქართლი“;- შპს „სპეცჰიდრომშენი“;- წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარი;- შპს „ერ არეა“;- შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტი;- სპეციალური პენიტენციური სამსახურის №11 დაწესებულება (კოლონია);- შპს „ჯე ფიქს კოლორი“;- შპს „თ.ბ.თ. ჯგუფი“;- შპს „მზიური“;- შპს „ოკეანე 10“;- კასკადის ქუჩაზე მდებარე ზაჰესის საბავშვო ბაგა-ბაღი და სხვა ობიექტები.
დიღმის საცდელი მეურნეობა:
დიღომი-9-ის ტერიტორიაზე, ნიკოლოზ ჩაჩავას, მანანა მელქაძის, დიღმისწყლისა და მაღალაძეების ქუჩებზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას.
შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით.
გთხოვთ, გაზის ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში დატოვოთ.
გაზის სუნის შემთხვევაში დარეკეთ:
ცხელი ხაზი: +995 32 240 40 04სწრაფი რეაგირების სამსახური: 114" - ნათქვამია კომპანიის გავრცელებულ ინფორმაციაში.