ემოციურად და ფიზიკურად გადატვირთული დღე მქონდა გუშინ და ვერ მოვახერხე პოსტის დაწერა. ამისთვის ბოდიშს გიხდით ყველას, ვინც სიახლეს ჩემგან ელოდებით. უპირველესად, ხალხი ჩემთვის ბრბო არ არის, არის საზოგადოება და ჩემთან ერთად უკომპრომისოდ იბრძვის მკვლელების წინააღმდეგ. - ამის შესახებ ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით გარდაცვლილი გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში წერს.
"მადლობა საზოგადოებავ!
🔴 მე ველოდი პოლიტიკური ტალღის აზვირთებას, რადგან არაფერი სხვა არ გამოუვიდათ მკვლელების ოჯახებს და მათ ადვოკატებს.
🔴 ვფიქრობ, ყველა მიხვდება, რომ გიორგი ლეკიშვილის ანკესზე წამოეგნენ და უკან დახევა მოუწევთ.
❌ ზოგს შერცხვება, ზოგს არა.
🔴 ორკესტრირებულად მკვლელების დაცვა ვის ტვინშიც მოიხარშა, ის საშიშია საზოგადოებისთვის!
🔴 ადვოკატს აქვს უფლება, დაიცვას ბრალდებული და არ აქვს უფლება მორალური საზღვრების გადკვეთის.
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ყველა ადვოკატი გადავიდა ზღვარს, გარდა დემეტრე ჩიქოვანის ადვოკატ მერაბ ჩიქოვანისა.
ის სასამართლო პროცესზე თითის ქნევით, მკაცრი ტონით და დიქციითაც კი საუბრობდა, მაგრამ ზღვარს არ გადასულა არც ერთი წამით.
ჩემი პატივისცემა მას და იმ ადვოკატებს, ვინც მიხვდნენ ვის იცავდნენ და საქმიდან ღირსეულად გავიდნენ.
🔴 მე ადვოკატ გიორგი ლეკიშვილზე მაქვს საკმაოდ მსუყე ინფორმაციები და იმნაძის პროცესების დასრულების შემდეგ მას მივხედავ.
🔴 მოკლედ ვიტყვი:
1) არც ნია იმნაძის ადვოკატს და არც ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატს ჯერ საქმის მასალები არ აქვთ, აზრზე არ არიან რა წერია მასალებში.
2) მიუხედავად საზოგადოების მაღალი ინტერესისა, პროკურატურა ვერ იტყოდა, ნია იმნაძის დასაჭერად მივდივართო (მეც ადვოკატის ლაივით გავიგე) და დაპატიმრებამდე ვერ გამოაქვეყნებდა მტკიცებულებებს.
3) ნია იმნაძის ადვოკატს, გიორგი ლეკიშვილს, იმნაძის დაკავების დროს ხელში ეჭირა მოსამართლის განჩინება დაკავების შესახებ.
მოსამართლის განჩინებაში მტკიცებულებებს რა უნდა, ბოროტო, მანიპულატორო გიორგი ლეკიშვილო?!
(ვფიქრობ, ნაპროკურორალმა ადვოკატმა ეს უნდა იცოდეს).
4) დღეს მითხრეს, შენი გვარი არ იცისო ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატმა. ხოდა, ახლა მაგან საქმის მასალები იცის?!
5) ტრენდად გაშვებული ეკას გვარი არ ვიცით, უკვე ნიშნავს, რომ არც არაფერი არ იციან საქმის ირგვლივ და უბრალოდ "შაჭყალ არაშრულჭლოვანს იჭელენ", გამოხტომით "სვეცკაობენ".
♥️ ხალხმა ჩემი გვარი კი არა, საქმის წვრილმანი დეტალებიც კი იცის და თქვენი პოლიტიკური კუნტრუში მათ აზრს ვერ შეაცვლევინებს.
🟢 მაინც უნდა დავწერო ესეც:
1) თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე ახლა პოლიტიკური განხილვებისთვის მცხელა, აზროვნების უნარი არ აქვს!
2) ვფიქრობ, თავიდან ბოლომდე შესწავლილი ვართ სახელმწიფოს მხრიდან და იციან, რომ სულაც არა ვარ მათი მეხოტბე, მაგრამ ვიტყვი ათასგზის:
— მას შემდეგ რაც საქმე გადავიდა გენერალური პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ და იძიებს მკვლელობის განყოფილება, წინა გამოძიების პროცესში კარგად მიჩქმალული და შეფუთული დანაშაული ამოაყირავეს და მტკიცებულებებით გაამყარეს.
მადლობა ამისთვის!
✊ მე მზად ვარ ყველანაირი წინააღმდეგობის დაძლევისთვის და ვერავინ და ვერაფერი მომერევა!
✊ ვიცოცხლებ მანამ, სანამ გიგა ავალიანის სამართლს სრულყოფილად არ დავაყენებ და ყველა დამნაშავე თავისი დანაშაულის საპირწონე პასუხს არ აგებს!" - წერს გიაგა ავალიანის დედა "ფეისბუკში".
შეგახსენებთ, პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინა.
ცნობისთვის, 2026 წლის 1 ივლისს შსს-მ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა.
2026 წლის 2 ივნისს გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეში ბრალდებულ ანი ნასყიდაშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე
პროკურატურის ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა ნია იმნაძისაგან შეიტყო, რომ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან, რომელიც, მისივე გადმოცემით, მის მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენდა. გაბაშვილი დაუკავშირდა მეგობრებს – გიორგი რიკაძეს, დემეტრე ჩიქოვანს და მათ ერთად გადაწყვიტეს გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა. ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.
პროკურატურის ცნობით, 2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ თავდასხმის მოსაწყობად შექმნილი, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.
გამოძიების ინფორმაციით, ზემოთ ხსენებული პირების მიერ შემუშავებული გეგმა ალექსანდრე გაბაშვილმა და გიორგი რიკაძემ 1-ელ ოქტომბერს სისრულეში მოიყვანეს. კერძოდ, დაახლოებით 22:20 საათზე თბილისი, ზღვის უბნის დასახლების, მე-11 მიკრო რაიონის, მე-3 კვარტლის, №56 ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც თავდასხმის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. აღნიშნულის შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.