ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით," ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი, 13-დან 15 ოქტომბრამდე აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა, რათა შეხვდეს მაღალი დონის მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს.

დღის წესრიგში, სხვა საკითხებთან ერთად, შედის სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის პროგრესი, განსაკუთრებული ყურადღება ეუთოს მინსკის პროცესის დასრულებასა და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებზე.

საქართველოში შეხვედრები ფოკუსირებული იქნება საქართველოს შიდა და გარე გამოწვევებზე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეუთოს მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარდაჭერის გაგრძელებას 2008 წლის ომის შედეგების მოსაგვარებლად.

ფინეთი, როგორც ეუთოს თავმჯდომარე 2025 წელს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო სივრცის დაცვას და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას. ეს პრიორიტეტი ხაზგასმული იქნება ვიზიტის განმავლობაში."