ეთერში მოვისმინე, რომ ქალბატონ ზურაბიშვილს თურმე დღემდე ვერ გაუგია, რუსმა ოლიგარქმა რატომ მაინდამაინც ის გამოარჩია საპრეზიდენტოდ მის ხელდასმულ “პრინციპულ არჩევნად”!?- წერს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში. 

"მე გეტყვით რატომაც გამოარჩია მაინცდამაინც ის !?
სწორედ იმიტომაც რომ ივანიშვილის ეს კრიმინალური, რუსული ბანდა, სწორედაც რომ იმთავითვე “რუსული პროექტი” იყო და პუტინს “საქართველოს პრეზიდენტად”  ფორმალურად, ჭირდებოდა სწორედ ისეთი ადამიანი, ვისაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის შემდეგ,  საჯაროდ ნათქვამი ქონდა, (თავის წიგნშიც მკაფიოდ დაფიქსირებული) რომ თურმე წითელუბანში ჩვენი სარადარო სისტემა, რუსეთმა კი არ დაბომბა, არამედ, თვით საქართველოს მთავრობამ, იმიტომ რომ მას ნათქვამი ქონდა, რომ მტერმა და ოკუპანტმა რუსეთმა კი არა, არამედ,  “საქართველომ დაიწყო საომარი  მოქმედებები” და მძინარე “ცხინვალი დაბომბა”!!
სწორდე ასეთი ადამიანი ჭირდებოდა, რუსეთის გეგმით მოქმედ ოლიგარქს. რუსეთის დაკვეთა  (ახლა ხომ მიხვდა რომ რუსეთის პროექტი ყოფილა?)  სწორედ ეს იყო!

იგი თურმე,  ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა, რომ რუსული პროექტი იყო, გავრილოვის ღამისა  და პატრიოტი ახალგაზრდებისთვის, ოკუპაციის გაპროტესტების გამო,  თვალების დათხრის შემდეგაც კი ვერ მიხვდა!?
აბა საერთოდ რას ხვდებოდა, თუ ამას ვერ ხვდებოდა!?  ამას თუ ვერ ხვდები საერთოდ რას აკეთებ პოლიტიკაში!?
იმას ხომ მიხვდა რომ საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი, პუტინის, რაშისტული  იმპერიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლი და თავდადებული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პუტინის პირადი ტყვე იყო!?
თუ ამასაც ვერ მიხვდა!?
ის ესმის, (ახლა მაინც) რომ მიშას “ შეწყალებაზე”  (მიშას არავის შესაწყალებელი არაფერი ჩაუდენია და არაფერი ჭირს!) “არა და არასდროსო” რომ თქვა, ამან ის გამოიწვია,  რომ რუსქოცების ჯიბის სასამართლომ უკვე ადრე მისჯილ სასჯელს,  რომ შეკრებითობის პრინციპით, კიდევ წლები დაუმატა!?


 ახლა მაინც ესმის მიშამ რომ 12.5 წელი რუსების ტყვეობაში,  რუსული რეჟიმის ციხეში უნდა გაატაროს, (მჯერა მანამდე ბევრად ადრე გამოვა) ამ წლებში მისი ფაქტიურად (რეჟიმთან ერთად) “მისჯილი” წლებიცაა!?
მგონი არ ესმის, რადგან მისი გულწრფელი  (არც არაგულწრფელი) მონანიება  არ მოგვისმენია, რომ რუსი ივანიშვილის რეჟიმთან ერთად, ახლა ისიც გამოდის 
პრეზიდენტ სააკაშვილის დამტუსაღებელი!

ეთერში რომ რეჟიმის “პოლიტპატიმრები”  ზოგადად ახსენა, იქ მიშა იგულისხმა თუ არა!?
თუ იგულისხმა არ შერცხვა!?

როგორც ჩანს, არც უგულისხმია და არც შერცხვა!?

ხო და თუ ვერც ვერაფერს ხვდებით, (მრავალი წელი) და არც საქართველოს ომის დაწყებაზე დადანაშაულებაზე და არც პრეზიდენტის ტყვეობაში,  რეჟიმთან  თანამონაწილეობაში  თქვენს როლსა და პასუხისმგებლობას ვერ  ხედავთ ქალბატონო სალომე  Salome Zourabichvili საერთოდ რაზე გაქვთ პრეტენზია პოლიტიკურ სარბიელზე!?- წერს გიორგი ბარამიძე "ფეისბუკში".