"გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ორმაგ სტანდარტებს ჰქონდა ადგილი, ასევე კანდიდატის სტატუსზეც. თურმე რაც კარგია ამერიკაში, ცუდია საქართველოში. თურმე საქართველოში პოლიცილების „მოლოტოვის კოქტეილებით“ დაწვა დასაშვებია, ამერიკაში მიუღებელია." – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
"დონალდ ტრამპის მორიგი ბრძანება ვნახეთ, რომ უნივერსიტეტებში თანხების გამჭვირვალობა უნდა არსებობდეს, რაზედაც, გაგიკვირდებათ, ჯიმ რიშმა თქვა, გამჭვირვალობა უნდა იყოს, რა არის დასამალიო. საქართველოში რატომ არის დასამალი, მათ შორის, ტრამპამდე გადმორიცხული თანხები? ანუ, რაც ჩვენ მივიღეთ, გამჭვირვალობის შერბილებული ვერსია, მსგავსი ბრაძანება მიიღო ტრამპმა, რომ თანხები გამჭვირვალე უნდა იყოს. თან საუბარი ამერიკის უნივერსიტეტებზეა. ეს ორმაგი სტანდარტებია, რასაც ქართველი ხალხი არამეგობრულად აფასებს, რადგან როცა საქართველოში კანონის მიღებას ხელს უშლი და თანხების ხარჯვის გამჭვირვალობას ეწინააღმდეგები, როგორც მინიმუმ, არაკეთილსინდისერი ხარ. ეს არის ჩვეულებრივი აფერა. ვასალური დამოკიდებულებაა, რომ საქართველოს მეორრხარისხოვან ქვეყნად მიიჩნევენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.