გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების ძირკოკისა და ჭანდრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის მიხედვით ასფალტის საფარი დაიგო 570 მეტრამდე სიგრძის გზაზე, მონაკვეთებზე მოეწყო სანიაღვრე არხი, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.
სამუშაოებზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 479 000 ლარი დაიხარჯა.
პროექტი, გურჯაანის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს "იმედი დიდუბე" განახორციელა.