გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანთან, ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლამდე ასაკის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა  იმ დროს მოხდა, როდესაც ქალი სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვიდა და ცენტრალურ მაგისტრალს კვეთდა. მას დიდი სიჩქარით მომავალი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, მიღებული დაზიანებებით ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.