გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ავტომობილი ქვეითად მიმავალ, 45 წლამდე ასაკის ქალს დაეჯახა. 
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ქალი საავტომობილო გზის გადაკვეთას ცდილობდა.

დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. 

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.