გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. 

პირველ დღეს შეხვედრები შედგა  სოფელ კახიფარის, ვაჩნაძიანისა და კალაურის მოსახლეობასთან, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, თანამშრომლებთან ერთად დაესწრო.  


მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხებად სპორტული მოედნების, მოსაცდელის და საბავშვო გასართობი სივრცის მოწყობა დაასახელა. 
შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში 520 000 ლარი დაიხარჯება.