საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზების რეაბილიტაციისთვის 4 ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.
ტენდერები გამოცხადდა შემდეგ მონაკვეთებზე:
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ26 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება 26.5 კმ. სიგრძის გზის სრული რეაბილიტაცია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 69 188 499 ლარია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რუსთავი-ლემშვენიერას საავტომობილო გზის კმ4.6 - კმ13 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია 8.4 კმ. სიგრძის გზის რეაბილიტაცია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11 022 910 ლარია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუქრუთი-უსახელო-კორბოულის საავტომობილო გზის კმ1-კმ19 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის 18.2 კმ-იან მონაკვეთს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 37 306 538 ლარია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის კმ32-კმ43 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლის ფაგლებშიც განხორციელდება 12 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 27 328 029 ლარს შეადგენს.
შესყიდვის ბმულები:
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიაცია - http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=698105&lang=ge
რუსთავი-ლემშვენიერას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია -http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=700198&lang=ge
შუქრუთი-უსახელო-კორბოულის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია - http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=696791&lang=ge
თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია - http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=696723&lang=ge