"შინაარსობრივად, საქართველოს 30 წლის ისტორია არის 4 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრამდე, ხან ეს ხდება, ხან ის ხდება. ჩვენ მართლა არ გავიაზრებთ და არ გამოვიტანთ დასკვნას, რომ რატომ გავყევით სისულელეს, რატომ დავიჯერეთ, საკუთარ თავს არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, რატომ დავიჯერეთ ის, რომ ბიძინას ქოცები ღალატობდნენ და იმათ იმედად რევოლუცია უნდა მოგვეწყო? - ამის შესახებ "გირჩის" თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ "ღამის კურიერში" ისაუბრა.

"რატომ გავუტარეთ პოლიტიკოსებს ის, რომ როდესაც ისინი გეუბნებოდნენ - "გეგმას არა, იქ გეტყვითო", რომ დაიჭირეს ადამიანები, მერეც რომ არ აღმოჩნდა გეგმა, დღეს რატომ ვუტარებთ?

ციხეში გმირებად რატომ ზის ხალხი, რომლებმაც უამრავი ადამიანი საკუთარი ქმედებით ციხეში აღმოაჩინეს და არც კი ხსნიან, არც ამბობენ - რას აპირებდნენ, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი? ვიღაცა რომ შევარდა, და ვიღაცა შეჰყვა - ის ხალხი, ციხეში რომ აღმოჩნდა, ამაზე პასუხისმგებლობა ვიღაცამ ხომ უნდა აიღოს?! რისთვის გავწირეთ ეს ხალხი? რამე გეგმა არსებობდა, სადაც რისკი ღირდა?

გეგმა თუ არ გაქვს, წინასწარ დალაგებულ თამაშში სპექტაკლს თუ დგამ, იმ ადამიანებს, რომლებიც ამის შედეგად ზიანდებიან, რას ერჩი?“ - აცხადებს პარტია "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.