საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე ისაუბრეს. ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან განიხილეს დარგში არსებული გამოწვევები და მდგომარეობა.

საპროექტო, სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიებმა დეტალურად ისაუბრეს სამუშაო პროცესში გამოვლენილ ხარვეზებსა და ხედვებზე.

კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის წევრმა გივი ჭიჭინაძემ, მინისტრის მოადგილემ და სახელმწიფო რწმუნებულმა მის მოადგილეებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად,  დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე იმსჯელეს 2027 წელს დაგეგმილ სამუშაოებზე.

2026 წელს იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 158 996 771 ლარის ღირებულების 1681 პროექტი არის დაფინანსებული.

პროექტები ხორციელდება საგზაო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული, სპორტული, კულტურული დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით.

მსგავსი ტიპის შეხვედრებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.

 თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი, ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუხთარ ტლეუბერდი, ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟეენბეკ კულუბაევი, ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სიროჯიდინ მუხრიდინი და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ბახტიორ საიდოვი ეწვევიან.

 ღონისძიების ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.