ილონ მასკმა, სოციალურ ქსელ X-ში, გერმანიის კანცლერს კვლავ სულელი უწოდა და გადადგომისკენ მოუწოდა.
"შოლცი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. ის არაკომპეტენტური სულელია", - დაწერა მასკმა.
შეგახსენებთ, გერმანიაში, მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხს შეეჯახა და ორი ადამიანი დაიღუპა. ათობით კი დაშავდა. მომხდარ ფაქტს გერმანიის კანცლერი გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. სწორედ მის განცხადებას გამოეხმაურა სოციალურ ქსელში მასკი.