ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან შეხვედრას ოპოზიციის ნაწილი საერთოდ დაემალა, ვინც მივიდა, სასოწარკვეთილი ჩანს, ამ ადამიანებს არც ევროპა აინტერესებთ და არც ევროპული ღირებულებები, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრას ოპოზიციის ნაწილი საერთოდ დაემალა. ვინც ამ შეხვედრაზე მივიდა, საკმაოდ სასოწარკვეთილი ჩანს. მათ ორივე მდგომარეობა დაიმსახურეს – იყვნენ სასოწარკვეთილები და დამალულები. მათ შეფასებების ნაწილში კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ ამ ადამიანებს არც ევროპა აინტერესებთ და არც ევროპული ღირებულებები. ყველაფერს საზღვრავენ მხოლოდ იმით, ვის შეუძლია მათ რადიკალურ დღის წესრიგზე გარკვეული გავლენის მოხდენა და ვის არა. მხოლოდ ამის მიხედვით აფასებენ, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ეს არის ადგილობრივი აგენტურა, რომელსაც მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დაზიანება გაუხდია მიზნად. საბოლოო ჯამში დღითი დღე მხოლოდ საკუთარ თავებს აზიანებენ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.