შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ორი პირი: 1974 წელს დაბადებული შ.კ. და წარსულში ნასამართლევი, 1975 წელს დაბადებული რ.მ. სხვადასხვა დროს დააკავეს.
სამართალდამცველებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულების ხელბარგის შემოწმებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგებალინის“ შემცველი აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.