საერთაშორისო სავალუტო ფონდმა  2030 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა

ეკონომიკური კეთილდღეობა იზომება ერთ სულ მოსახლეზე რეალური და მსყიდვეულნარიანი ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის) სიდიდით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2013 / 2030 წლების  რეალური და მსყიდვეულნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის  პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს.

სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე 2024 / 2025 წლებში ჯამში 18,7%-ით იზრდება. რითაც მსოფლიოში ორწლიანი ზრდის ტემპით გადის მეორე ადგილზე გაიანას შემდეგ.

2024 / 2030 წლებში კეთილდღეობის ამ მაჩვენებლის პროგრესით საქართველო ევრაზიაში პირველ ადგილს დაიკავებს. ამ 7 წლიან პერიოდში საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე 52,5%-ით იზრდება. მეორე ადგილზე ზრდის ტემპით ჩვენს კონტინენტზე ინდოეთი გადის, რომლის ეკონომიკა 2024 / 2030 წლების პერიოდში ერთ სულზე 46%-ით იმატებს.

რაც შეეხება ისტორიულ პროგრესს იმ პერიოდიდან, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, (ანუ 2012 წლის შემდეგ), სავალუტო ფონდის შეფასებით 2013 / 2025 წლებში ერთ სულზე რეალური ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, 2013 / 2030 წლების ხანგძლივი 18 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მკვიდრდება და ევრაზიაში პირველ ადგილზე გადის. სავალუტო ფონდის შეფასებით 2013 / 2030 წლებში საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე მთლიანობაში 160%-თ იმატებს, მას მოსდევს ჩინეთი, რომლის მაჩვენებელი 150%-ით იზრდება.

2024 / 2030 წლებში ერთ სულზე მსყიდველუნარიანი (GDP per capita PPP) ნომინალური ეკონომიკის 7 წლიანი ზრდის ტემპით საქართველო ევრაზიაში პირველობს. ამ პერიოდში კეთილდღეობის ეს მაჩვენებელი საქართველოში 75%-ით იზრდება და 2030 წლისთვის 43 560 დოლარს გაადააჭარბებს. ევრაზიაში მეორე ადგილზე  7 წლიანი ზრდის ტემპით ინდოეთია, რომლის მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ერთ სულზე  2024 / 2030 წლებში 67%-ით უმჯობესდება.

რაც შეეხება ისტორიულ პროგრესს იმ პერიოდიდან, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, (ანუ 2012 წლის შემდეგ), სავალუტო ფონდის შეფასებით როგორც 2013 / 2025, ისე  2013 / 2030  წლებში ერთ სულზე მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია, და ამ ხანგძლივი ისტორიული და საპროგნოზო პროგრესით ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს. ფონდის შეფასებით 2013 / 2025 წლებში საქართველოს მყიდველუნარიანი ეკონომიკა ერთ სულზე გასამმაგებას განიცდის და 2025 წლისთვის 31 000 დოლარს გადააჭარბებს.

ფონდის შეფასებით, საქართველოს  რეალური ეკონომიკა 2025 წელს 7,2%-ით იზრდება, ხოლო ამერიკულ დოლარში ნომინალური ეკონომიკის ზრდის ტემპი ორნიშნა მაჩვენებელი, 10,7%-ი გახდება და ერთ სულ მოსახლეზე ისტორიაში პირველად გადააჭარბებს 10 000 დოლარს. ფონდის პროგნოზით 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა  ერთ სულზე 10 126 დოლარს მიაღწევს, 2030 წლისთვის კი 13 500 დოლარს გააჭარბებს, რაც ამ პერიოდიდან  მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სატატუსის მოპოვების პერსპექტივას რეალურს ხდის.  

https://data.imf.org/en/Data-Explorer?datasetUrn=IMF.RES:WEO(9.0.0)