იცით, რა მასშტაბის ცვლილებები განხორციელდა სასამართლო სისტემაში 2012 წლის შემდეგ, რასაც მოჰყვა კონკრეტული ცვლილებები, მათ შორის სტატისტიკაში, სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვიანობის კუთხით და ასე შემდეგ, ფუნდამენტური ცვლილებები გვაქვს სასამართლო სისტემაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი.

 „გასაკვირი არ არის, რომ ეს ყველაფერი აისახება საერთაშორისო რეიტინგებში და საერთაშორისო შეფასებებში. ეს არის ობიექტური მოცემულობა და ჩვენ ყოველთვის გვიხარია ხოლმე, როდესაც ამ ყველაფერს ობიექტურად აფასებენ საერთაშორისო ინსტიტუტები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ