ქვეყნის საკადასტრო დაფარვის მაჩვენებელმა გადააჭარბა 95%-ს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

„აიზომა მთლიანობაში დღემდე 2 157 000 მიწის ნაკვეთი, დარეგისტრირდა აქედან 1 551 000 მიწის ნაკვეთი. ქვეყნის საკადასტრო დაფარვის მაჩვენებელმა გადააჭარბა 95%-ს. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სისტემური რეფორმა, რომელიც განხორციელდა კადასტრის მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.