სამშობლოს ღალატის მუხლი კანონმდებლობიდან სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ამოიღო, რადგან ზუსტად იცოდნენ, სახელმწიფო ინტერესებში არ იყო, რასაც აკეთებდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„წინმსწრებად, ემანდ რაღაც არ მოხდეს და ჩვენ არ გაგვასამართლონ ამ მუხლითო, სავარაუდოდ, ამიტომ ამოიღეს. ეს იყო არგუმენტი. ეს საკითხი დღის წესრიგში დავაბრუნეთ, რადგან გვგონია, რასაც ვისმენთ, რა არგუმენტები, დასკვნები და მოცემულობაც გვაქვს, ეს სამშობლოს ღალატია და მეტი არაფერი.

ჩვენ, უბრალოდ, მუხლი აღვადგინეთ. ის, ვინც საკუთარ ქვეყანას, ეკლესიას და ქართულ ინტერესებს მტრობს, ბუნებრივია, მკაცრად გასამართლდება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 17 თებერვალს, განაცხადა, რომ „სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო კოდექსიდან“.