საქართველოს სპორტის ქვიშის სახეობათა ეროვნული ასოციაცია სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს სანაპირო წყალბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად მე-5 ადგილი დაიკავა!

გადამწყვეტ მატჩში ჩვენმა ბიჭებმა ამერიკის შეერთებული შტატები 3:2-ით დაამარცხეს.

დიდი მადლობა მოთამაშეებსა და სამწვრთნელო შტაბს ამ გამარჯვებისთვის! -  ასოციაცია.