იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლანა მორგოშია დაინიშნა. ლანა მორგოშია პროფესიით იურისტია; აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება.

მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, იკავებდა იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას.