„ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ. დარმწუნებული ვარ, თუ ამის აუცილებლობაა, პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს, არა მხოლოდ ელენე ხოშტარიას გამო, არამედ ყველა პატიმრისთვის. საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ბევრი განცხადება გაკეთდა დანაშაულია. ყველა პირის ქმედებას, რამაც გამოიწვია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების კამპანიის ხელშეშლა, მოყვა შესაბამისი რეაგირება“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

მანვე განაცხადა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა შესაბამის სასჯელს ითვალისწინებს.

„წინასაარჩევნოდ ნებისმიერ პარტიას აქვს შესაძლებლობა კამპანიის წარმოებისა და ამაში ხელის შეშლის უფლება არავის აქვს. გაგახსენებთ, რაც მელიქიშვილის გამზირზე ხდებოდა - ძალადობრივი ჯგუფები   საარჩევნო შტაბში შემოჭრას ცდილობდნენ, მიუხედავად ჩვენი მოწოდებებისა, რომ მსგავსი ქმედება კანონით ისჯებოდა. ისინი კი ცდილობდნენ შეექმნათ ისეთი გმირები, რომლებიც რეალურად არ არსებობდნენ. ძალადობრივი ტიპის ქმედებებით, პოლიციელის მისამართით მოლოტოვის კოქტეილის სროლით, ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობით და ა.შ. გმირი ვერ გახდები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.