"ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მოწოდების სიმაღლეზე" - ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.
მსჯავრდებული "დროა" -ს ლიდერის ელენე ხოშტარიას ადვოკატების ინფორმაციით, პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა №5 ციხეში დამძიმდა. რასაც გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე და განაცხადა: რეკომენდაცია ელენე ხოშტარიამ ჩვენს სამედიცინო გუნდს გადასცა 21 მაისს და უკვე 5 ივნისს მას გაეწია შესაბამისი კონსულტაცია, 9 ივნისს კი ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ელენე ხოშტარია N5 ციხეში უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით
შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ 2026 წლის 24 მარტს პარტია "დროას" ლიდერს ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.