საბოტაჟის მცდელობა ემსახურება რუსულენოვანი ხალხის დარწმუნებას, თითქოს საქართველოში ჩამოსვლა სახიფათოა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებას.
„ეს ყველაფერი ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ნაწილია - განცხადებები, სოციალურ ქსელში, „ბოტების“ მიერ შემქნილი მასალა, რაც ერთ-ერთმა მრავალმილიონიანმა სააგენტომ მიზანმიმართულად გაავრცელა. ჩვენთვის ტურიზმი მნიშვნელოვანი დარგია. შესაბამისად, ამას აქვს მიზანი, რომ ქვეყანის ეკონომიკა და ქართველი ხალხი დააზიანონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში ჩამოსვლა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის უსაფრთხოა.
„საქართველო უსაფრთო ქვეყანაა. ადამიანს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ უბანში თავისუფლად გადაადგილება შეუძლია. ნახეთ, ამ მხრივ ევროპულ დიდ ქალაქებში რა გამოწვევებია. ჩვენ სტუმართმოყვარეები ვართ, ყველას - შვეიცარიელს, ამერიკელს, რუსს, უკრაინელს, იტალიელს შეუძლია, ჩამოვიდეს. შეზღუდული არავინაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.