ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთში. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სკოლის მოსწავლეები, რომელთაც დღეს ბოლო ზარი ჰქონდათ, ავტომობილებით თელავის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.
ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა განათების ბოძს შეეჯახა, რის შემდეგაც რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.