პროექტის  ფარგლებში,  ხელშეკრულებას  ხელი  მუნიციპალიტეტის  მერმა  კობა ლურსმანაშვილმა  და იაპონიის  ელჩმა  იმამურა აკირამ მოაწერს. საამაყოა, რომ ხარაგაულის  მერიამ მაღალი კონკურენციის პირობებში შეძლო დაფინანსების მოპოვება და  აღნიშნული  თანხით ახალ ექსკავატორ-დამტვირთველს (JCB ტრაქტორი) შეიძენს. საპროექტო განაცხადი  მუნიციპალიტეტის  მერმა,

კობა  ლურსმანაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, ა(ა) იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ დირექტორმა, ეკა შავიძემ და მერის თანაშემწემ, ჟანა ნემსაძემ, მოამზადეს.

კობა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მერი: ,,მნიშვნელოვან ხელშეკრულებას  მოეწერა  ხელი.  მადლობა  იაპონიის  საელჩოს  მუნიციპალიტეტის

 

დახმარებისა  და  მხარდაჭერისთვის. გრანტის  ფარგლებში შეძენილი სპეც- ტექნიკით შესაძლებელი იქნება შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, თოვლის საფარისაგან  გზების გაწმენდა, ინერტული მასალების გატანა და სხვადასხვა სამუშაოების განხორციელება. ასევე, ტექნიკა გამოყენებული იქნება სხვადასხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურული სერვისების გასაუმჯობესებლად.“-  აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა. გრანტის  ფარგლებში  მიღებული  თანხით  მძიმე  ტექნიკის  შეძენა  წლის  ბოლომდე  განხორციელდება. ხელშეკრულებაზე  ხელმოწერის  ცერემონიას  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი,  პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ედიშერ თოლორაია,  მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მერაბ გამყრელიძე,  რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის მთავარი სპეციალისტი, ხათუნა  ხვიჩია  და  სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში, გიორგი დოხტურიშვილი  დაესწრნენ.