დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას მემორიალის ყვავილების შემკობით დაიწყო. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ,ვარლამ ჭიპაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან, მოადგილე, დავით დევდარიანთან, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის დელეგატის ბიუროს წარმომადგენელთან, ნანა ცხვედაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნას.
ხარაგაულის კინოთეატრში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ხარაგაულის სხვადასხვა შემოქმედებითმა კოლექტივებმა დამსწრე საზოგადოებას ცეკვისა და სიმღერის, ქართული, ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების გამორჩეული ნომრები წარუდგინეს. დღესვე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ხარაგაულის კულტურის სამსახურის ორგანიზებით და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, კულტურისა და დასვენების პარკში ხარაგაულის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურა და ტრადიციები წარმოაჩინეს. ღონისძიებები ჩხერის ციხეზე მსვლელობით დასრულდა.