ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ჩადუნელმა საკრებულოს წევრთან - მაჟორიტარ დეპუტატთან არჩილ ჩაჩანიძესთან და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ სავანისუბანში შიდა გზის ბეტონის საფარის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა.

 "პროექტი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სასოფლო გზების მოწყობა მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. რეაბილიტირებული გზა ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივების, ისე სტუმრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას" - აღნიშნა პაატა ჩადუნელმა სამუშაოების დათვალიერებისას.  

პროექტი, რომლის ღირებულებაც 29 963 ლარია, მოქალაქეთა ჩართულობის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.