ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აქტიურად გრძელდება. 


ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად წაღვლის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
მოქალაქეებმა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ერთობლივად იმსჯელეს პრიორიტეტულ პრობლემებზე და დასახეს მათი გადაჭრის გზები.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ კრებებზე მოსახლეობამ შემდეგი პრიორიტეტები გამოკვეთა: წაღვლში, კლდისწყაროსა და წეღვერში შიდა სასოფლი გზები მოწესრიგდება, ქვემო ბროლოსანში სანიაღვრე სისტემა მოეწყობა, ზემო ბროლოსანში გაგრძელდება ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები, ტიტვინისწყაროში მისასვლელი გზის მოხრეშვა დაიგეგმა ჩორჩანაში კი გაგრძელდება მინი სტადიონის მოწყობა. 
„სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, სოფლის კრებებზე ადგილობრივების მიერ დასახელებული პროექტები დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის კრებები და კონსულტაციები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.