საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, შპს „სთარინგ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ამირან ჯანელიძესთან ერთად, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ წლის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური შოუს საორგანიზაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

 
12 ივნისს, „დინამო არენაზე“, ქართველი მსმენელის წინაშე თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი მუსიკალური ფიგურა - Kanye West YE წარდგება. 

„სთარინგ ჯორჯია“ რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი კულტურული ინდუსტრიის კომპანიაა და ამ მასშტაბური ღონისძიების საორგანიზაციო პასუხისმგებლობა სწორედ მათ აქვთ აღებული.  ვისარგებლებ შემთხვევით და მთელ გუნდს მადლობას გადავუხდი. აღვნიშნავ იმასაც, რომ ამ ტიპის პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის პოპულარიზაციას და კულტურული ინდუსტრიის გაძლიერებას. პროექტი უკვე ფინალურ ეტაპზეა და ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაოები სწორედ ახლა მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, წინ შთამბეჭდავი შოუ გველის, რომელიც დაუვიწყარ გამოცდილებად იქცევა როგორც მაყურებლისთვის, ისე თავად ორგანიზატორებისთვის“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

კანიე ვესტის შემოქმედებითი გზა ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავებისთვის ბითების შექმნით დაიწყო, თუმცა მალევე თავად იქცა მეგა ვარსკვლავად, რასაც 24 „გრემი“, 150 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი და დაუვიწყარი საკონცერტო გამოცდილებებიც მოწმობს.  

საქართველოს მთავრობის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, „სთარინგ ჯორჯია“ მასშტაბური კულტურული პროექტების ხელშეწყობას აგრძელებს.  

კულტურის მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა შპს „სთარინგ ჯორჯიას“ დირექტორი, თამარ ჩხაიძე და Starring Georgia-ს სტრატეგიული განვითარების საბჭოს კრეატიული ხელმძღვანელი, ციცი იაშვილი.