პარტია "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთმანეთის ხელი ჩამორთმევისა და ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებს. 

ხაბეიშვილი ამბობს, რომ 4 ოქტომბერი მისთვის არის "დედლაინი" პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასამხობად. 

"ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგრამ პასუხისმგებლობა გვაქვს დიდი. და კიდევ გავიმეორებ, პოლიტიკური ბანერები...  ახლა თქვენ რომ წარმადგინეთ,(მიმართავს გადაცემის წამყვანს)_  პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნაცმოძრაობა ჩემთვის, თუ ვინმე რამეს მკითხავს, ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და ეს ქოცები გიჟდებიან ამაზე. აშარჟებენ ხოლმე... კი, დეენემით ნაციონალი ვარ მე. არ მჭირდება მე ბანერი ნაციონალური მოძრაობის. ისედაც ნაციონალი ვარ.

...იმის თავმჯდომარის   ბიძაშვილი და ბანერზე დავდეთ, იმის ბანერზე. ხალხნო, გეხვეწებით რა, დავამთავროთ ეს ბანერობია დავამთავროთ ეს პარტიულობა, ჩამოვართვათ ერთმანეთს ხელი, შევთანხმდეთ სტრატეგიაზე. დარწმუნებული ვარ გადაკვეთის წერტილებს ვნახავთ. 4-ში არის ჩემთვის "დედლაინი"(ბოლო ვადა) და ძალიან ბევრისთვის. უნდა მოვბილიზდეთ და ბიძინა ივანიშვილი უნდა დავამხოთ." - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა გადაცემაში "რეაქცია".