როგორც იტყვიან, პრობლემამ თავისი თავი მალა, მაგრამ ვერ დამალა. პრობლემის იგნორირება არ არის გამოსავალი, აუცილებელია ამ პრობლემას ყველამ თვალი გაუსწოროს და სერიოზულად იზრუნოს ამ თემაზე. ეს პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიოს მასშტაბით. -  ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა. 

"რეალურად, ეს პრობლემის გამოვლინებაა. ამ ქვეყნებიდან რაც უფრო მალე დაიწყება ზრუნვა, მით უფრო პასუხისმგებლობიანი და ანგარიშვალდებულები იქნებიან საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. ჩვენთანაც რამდენიმე პრობლემა მწვავედ იდგა დღის წესრიგში და ჩვენ ამ პრობლემის მოგვარება იმ კანონმდებლობით შეგვიძლია, რაც შემოვიტანეთ. თუ სხვა ქვეყნებს აქვთ იმის სურვილი, რომ ჩვენი გამოცდილება გაიზიარონ, დიდი სიამოვნებით გავუზიარებთ, მაგრამ აქ მთავარია ის, რომ დღის წესრიგში ეს პრობლემა არის. პოლიტიკაში ფულის არალეგალური ტრიალი პრობლემაა და რაც მალე გაუსწორებენ თვალს ამ პრობლემას ევროკავშირი და მისი წევრები, მით უკეთესი იქნება ევროკავშირისთვის", – განაცხადა მახაშვილმა.