28 წლის პორტუგალიელი „ლივერპულის“ ფეხბურთელი, დღეს დილით ადრე სამორას პროვინციაში მომხდარი საგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა  წერს


დიოგო ჟოტა, თავის ძმასთან, 26 წლის ანდრესთან, ერთად მოძრაობდა, რომელიც პორტუგალიური "პენაფიელის  პროფესიონალი ფეხბურთლია, გზიდან გადავიდა, რამაც ავტომანქანაში ხანძარი გამოიწვია.

თვითმხილველების თქმით, რომლებმაც 112-ში დარეკეს, მანქანაში გაჩენილი ცეცხლი გზის შუა ზოლზე მცენარეებსაც მოედო. 

სხვადასხვა წყარო ვარაუდობს, რომ მანქანას შესაძლოა საბურავი გაუსკდა, რის გამოც გზიდან გადავიდა, შუა ღობეზე გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.


დიოგო ჟოტა სულ რაღაც 10 დღის წინ დაქორწინდა თავის საცოლეზე, რუტე კარდოსოზე.

ქორწილი 22 ივნისს შედგა.