2026 წლის 26 ივნისს, დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებსა და ეუთოს მომავალი თავმჯდომარეობისთვის საქართველოს კანდიდატურის პერსპექტივებს.

 მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, უსაფრთხოების გამოწვევები და

თანამშრომლობის გზები.


მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობის და ჩართულობის მნიშვნელობას.