მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულებს მერიაში უმასპინძლა.

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026“-ის საქართველოს ჩემპიონი ფრენბურთში სალხინოს საპატრიარქოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლის ვაჟთა გუნდი გახდა, ხოლო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ამავე სკოლის გუნდის წევრი — გიორგი გარჩაგოდაშვილი დასახელდა.

შეხვედრაზე მერმა სპორტსმენებს, მათ მწვრთნელსა და სკოლის ხელმძღვანელობას  გამარჯვება მიულოცა, მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის და სამომავლოდ მერიის მხრიდან სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

„თქვენი ეს გამარჯვება დიდი შრომის, ნიჭისა და გუნდურობის შედეგია. მარტვილი ამაყობს თქვენით. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს მწვრთნელებს, რომელთა თავდაუზოგავმა შრომამ, პროფესიონალიზმმა და ღვაწლმა უდიდესი როლი ითამაშა ამ წარმატების მიღწევაში. მერია ყოველთვის დაუჭერს მხარს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტულ განვითარებას,“ - აღნიშნა  გიორგი ნაჭყებიამ.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით იმართება. მისი მიზანია მოსწავლეების აქტიური ჩართვა სპორტულ აქტივობებში და მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა.