მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია, მერის მოადგილესთან ნანა ბირკაიასთან და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდა და მიღწეული წარმატებები მიულოცა.
„მინდა თითოეულ თქვენგანს მთელი გულით მივულოცო ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მიღწეული წარმატება. იმ შრომამ, დისციპლინამ და თავდადებამ, რაც თქვენ ამ ასპარეზობაზე აჩვენეთ, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მარტვილს უნიჭიერესი და მებრძოლი ახალგაზრდობა ჰყავს. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს მწვრთნელებს, რომლებმაც საკუთარი ენერგია და გამოცდილება ჩადეს თქვენს მომზადებაში. თქვენი ერთობლივი მუშაობის შედეგი დღეს სახეზეა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სპორტის განვითარებას, ახალგაზრდებსა და თქვენს წინსვლას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მჯერა, ეს მხოლოდ დიდი გზის დასაწყისია“ - განაცხადა გიორგი ნაჭყებიამ.
ქალაქ ბათუმში გამართულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მარტვილის მუნიციპალიტეტიდან 6 სპორტსმენი მონაწილეობდა. მარტვილელმა სპორტსმენებმა ტაეკვანდოსა და კალათბურთში იასპარეზეს.