მარტვილის მუნიციპალიტეტის ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ნაგებერაოს ცენტრიდან წიქვაძეებისა და კიკალიშვილების უბნის მიმართულებით საავტომობილო გზის ასფალტ ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ, მერის პირველ მოადგილესთან ერეკლე ზარანდიასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში 2 759 მეტრზე დაიგება ასფალტ ბეტონის საფარი. ასევე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ეზოებში შესასვლელები.
პროექტის ღირებულება 1 566 937 ლარს შეადგენს. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.
ნაჯახაოში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.