საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩის ჩასატარებლად ბელფასტში გაემგზავრა, სადაც ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მეოთხე ტურის შეხვედრაში ნაკრებს ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება.
საქართველოს ნაკრები 4 ოქტომბერს ბელფასტში მატჩისწინა ვარჯიშს შეხვედრის მასპინძელ უინდსორ პარკ სთეიდიუმზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.
4 ოქტომბრის განრიგი | ბელფასტის დროით
15:00 ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების ვარჯიში (მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)16:30 ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების პრესკონფერენცია17:00 საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია17:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)
ინფორმაციას nakrebi.ge ავრცელებს