საქართველოს ბანკის და Miami Ad School-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო. 

ახალი ფორმატი, ახალ ლოკაციაზე - Miami Ad School-ი ახლა სტუდენტებს მადრიდში მიიღებს. პროგრამა ერთწლიანია. საქართველოს ბანკის და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია მოიცავს სწავლის სრულ დაფინანსებას და ადგილის ჯავშნის საფასურს (Reservation fee).

წელს Copywriting-ისა და Art Direction-ის პროგრამებს გარდა, სტიპენდიატებს შესაძლებლობა ექნებათ,ისწავლონ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებაზე Creativity & Artificial Intelligence (შემოქმედება და ხელოვნური ინტელექტი).

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზეგანაცხადების მიღება დაიწყო და 8 ივნისამდეგაგრძელდება. დამატებითი ინფორმაცია დასარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა Miami Ad School Europe-თან ერთად ნიკა გუჯეჯიანის(საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომელი დაMiami Ad School Europe-ის კურსდამთავრებული) სახელობის სტიპენდია 2019 წელს დააწესა და ყოველწელს 1 ქართველ სტუდენტს აძლევსშესაძლებლობას, Miami Ad School-ში 1-წლიან კურსზე100%-იანი დაფინანსებით ისწავლოს

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთბმულს.