აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს და ა.შ., უფრო მეტსაც გეტყვით, ჩემთან ერთ-ერთი შეხვედრისას ისიც კი მითხრა, რად გინდათ ამხელა ხელფასი პატრულისთვის, ისიც საკმარისია, რომ მოწმობა და იარაღი მიეცით და დანარჩენს თვითონაც იშოვიანო. ტიპიური რუსი ოლიგარქის ლოგიკა და მაშინ ამაზე დავცინე. - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსდელში წერს.
ერთადერთი რაც ძალით ავაშენებინეთ იყო საჩხერის სამხედრო ნაწილის შენობა, რომელიც შეუდარებლად პატარა იყო, ჩვენს მიერ ბიუჯეტით აშენებულ, გორის და სენაკის უზარმაზარი სამხედრო ნაწილების ფონზე და ამაზე სულ წუწუნებდა. დანარჩენი არცერთი თეთრი არ დაუხარჯია არც ხელფასებში, არც ეკიპირებაში, არც შენობაში.
ჩვენ კი ვხარჯავდით იმ ფულს, რომელიც ბიუჯეტში გაჩნდა იმის გამო, რომ ერგნეთის შავი ხვრელი დავგმანეთ და მთავრობა აღარ იპარავდა. თორემ რაც ივანიშვილი მოვიდა ჯარს და პოლიციას არცერთი ახალი შენობა არა დამატებია და აი ფული კი უზარმაზარი რაოდენობით მოტეხა ივანიშვილის ბანდამ.
მე უფრო ის მიკვირს, რომ 2012 წლიდან 14 წლის შემდეგაც ასე ურცხვად აგრძელებენ ტყუილების ფრქვევას და ძალიან უცნაური იქნება, თუკი ამას, ვინმე დაიჯერებს. " - წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: ბიძინა ივანიშვილი 2008 წლამდე ეხმარებოდა სახელმწიფოს, ჯარის, პოლიციის რესურსების გაძლიერებაში, საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციის საქმეში ჰქონდა თავისი წვლილი, ის ემსახურებდა სახელმწიფოს განმტკიცების საქმეს, თუმცა ეს ყველაფერი ვერ დააფასა მაშინდელმა ხელისუფლებამ - შემდეგ ტოტალურად გააყალბეს არჩევნები, 2008 წელს დაიწყო ომი, რის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილს მოუწია დისტანცირება იმ პროცესებისგან, რომლებიც უკავშირდებოდა ხელისუფლებას