თვითონ ოლიგარქიული დიქტატურის მსახურთა უმრავლესობისთვის უკვე აშკარაა თუ რამხელა კრახით შეუბრუნდათ მათი ე.წ. კომისია. საქმე იმაშია, რომ თუკი აქამდე არ იყო, ახლა საბოლოოდ ყველასთვის ნათელი გახდა რეჟიმის არსი.- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ამ "კომისიის" უკან არამხოლოდ ძალიან მკვეთრად ჩანს "ეფ-ეს-ბეს" ყურები, არამედ ყველამ დაინახა სამშობლოს გაუგონარი ღალატი, მთლიანად სიცრუეზე დაფუძნებული აბსოლუტური ბოროტება, დიქტატურის აშკარად გამოკვეთილი კრიმინალური ბუნება და ამავე დროს უკიდურესი სიმხდალე და სისუსტე.
კომისიის სახედ შეარჩიეს ზიზღის ჯგუფის ლიდერი ქალბატონი, რომელიც სძულს არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ დარჩენილი ქოცების უმრავლესობასაც. თუმცა, რა თქმა უნდა, სწორედ ეს არჩევანი იდეალურად ასურათებს ღალატის ფენომენს.
ხედავენ რა თუ რამხელა მარცხი იწვნიეს, ისინი კიდევ გამოაგდებენ ენით აღუწერელ სიბინძურეებს, რომელთა მიზანია შოკის ეფექტის გამოწვევა. რითაც უფრო მეტად გამოიჭენებენ თავს.
ამიტომ ერთის მხრივ უნდა მივუშვათ რათა ბოლომდე გადაიჩეხონ და მეორე მხრივ ყველაფერს მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს მომავალი ნამდვილი სახალხო ტრიბუნალისთვის საფუძვლის მოსამზადებლად."- წერს მიხეილს სააჯაშვილი "ფეისბუკში"