„სინამდვილეში, კრძალავენ სხვას და ეს იკვეთება დასკვნიდან. კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს, ანუ ადამიანებს ინდივიდუალურად. ეს არ არის მხოლოდ პარტიების აკრძალვა. ამ დასკვნას და მოთხოვნას აქვს თავისი კონტექსტუალური გაგრძელება ამ ტიპის კანონებში. მიმაჩნია, რომ დასკვნა გათხოვილი უნდა იყოს, მათ შორის, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების ხერხემალი." - ამის შესახებ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებსა და მებრძოლ პატრიოტებს, კრძალავენ მთელ თაობას პოლიტიკაში – განათლებულებს, მშრომელებს, წესიერებს, სამშობლოს მოყვარულებს და მედასავლეთეებს. კრძალავენ ამათ, რჩებიან თავად – კორუმპირებულები, სამშობლოს მგმობნი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი დღეს 12:00 საათიდან განახლდა.
საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სარჩელის განხილვა დღეს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.