თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ნინო ბაგაშვილმა განაცხადა:

"რუსთაველის გამზირის, ქუჩის დიზაინის შექმნაზე რამდენიმე წელია ვმუშაობთ და ამ დიზაინის შექმნაში მონაწილეობდნენ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტები საგზაო მოძრაობის დაგეგმვის კუთხით. რამდენიმე პრინციპი გვქონდა: უნდა ყოფილიყო მორგებული ქვეითზე, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება უნდა გაგვეთვალისწინებინა და მათ შორის მანქანის მძღოლების მისაწვდომობაც გაგვეზარდა. სამანქანო ნაკადების 30% რუსთაველის გამზირს იყენებდა მოსაბრუნებლად. ისე დავგეგმეთ, რომ მთელი გამზირის გავლა და მოტრიალება აღარ ყოფილიყო საჭირო, თითოეულ მნიშვნელოვან ქუჩასთან მოეწყობა საგზაო კვანძი, სადაც მანქანები შეძლებენ პირდაპირ გადაადგილებას. ეს ითვალისწინებს დამატებითი შუქნიშნების, ასევე ქვეითებისთვის მიწისზედა გადასასვლელების მოწყობას, იგეგმება მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია. რუსთაველის გამზირის სამანქანო გზის გაბარიტი არ იცვლება, ქუჩა არ ვიწროვდება. საფეხმავლო ნაწილსაც არ ეხება ცვლილება.

დღეს როგორც იცით, რუსთაველის გამზირზე არ არსებობს ადგილი, სადაც მანქანას შეუძლია გააჩეროს, შესაბამისად, სადაც საშუალება გვქონდა, რომ ქვეითისთვის დისკომფორტი არ შეგვექმნა, ჩნდება ჩასმა-ჩამოსმის, ე.წ. დროფ ოფის ადგილები".