როგორც ჩანს, თქვენი შეცდომა ბოიკოტი კი არა, „ოცნებიდან“ წამოსვლა იყო. თქვენი პოლიტიკური შედეგი კი პირადი და პარტიის ინტერესების ხალხის ინტერესებზე მაღლა დაყენება და ორ არჩევნებზე ხელოვნურად დაყოფილი ოპოზიციაა (არც სხვებს დაუკლიათ), – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.
„ახლა გინდ შეიტანეთ და გინდ გამოიტანეთ პარლამენტში ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული პარტია“, – წერს ნინო ლომჯარია.
შეგახსენებთ, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო