რა ფსკერი უნდა იყო ადამიანი ექიმთან შეხვიდე, თავი შეაცოდო, დრამა დაუდგა და მერე დააჭერინო🤌 ერთია დაგავალონ და მეორეა, გააკეთო😨 და კიდევ ნევროლოგების დეფიციტში, ღვთის წყალობით, ახმეტას საკუთარი ნევროლოგი ყოლია - ასე ეხმიანება კლინიკა "ვივამედის" ხელმძღვანელი ნინო ნადირაძე კახეთში, ნევროლოგის დაკავებას.
"შეიძლება უხეში შედარებაა, მაგრამ, მრეცხავი ვარდოს ისტორია მაგონდება. არ არის ეს ქართული, არ მოსულა, სულ ნუ განაცდებით" - წერს ნინო ნადირაძე "ფეისბუკში.
შეგახსენებთ, 2026 წლის 11 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კახეთში, ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებით ექიმი დააკავა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ, ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებით დაკავებულ ექიმ მაია კოხტაშვილს 50 000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.