ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ, მოადგილეებთან - ბექა ჩხიკვიშვილთან და სოფო რამიშვილთან ერთად, ანსამბლ „ზენაარის“ სტუდია დაათვალიერა და ანსამბლის ხელმძღვანელებსა და მოცეკვავეებს შეხვდა.

მერმა ქართული ცეკვის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ანსამბლ „ზენაარის“ გუნდს მადლობა გადაუხადა და მათ მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა.„ანსამბლ „ზენაარის“ ქორეოგრაფიულ დადგმებში კარგადაა გამოხატული ქართული კულტურა და ტრადიცია. მინდა, მადლობა გადავუხადო ანსამბლის ხელმძღვანელს, ბატონ მელის ნადირიძეს, ქორეოგრაფებს და სტუდიის შემოქმედებით ჯგუფს იმისთვის, რომ ქართულ ეროვნულ ცეკვას უწევენ პოპულარიზაციას და ზრდიან წარმატებულ თაობებს. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მათ, რათა ქართული ცეკვისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდოს.“ - განაცხადა პაატა კუნჭულიამ.ანსამბლ „ზენაარში“ შესაძლებელია როგორც ქართული, ასევე თანამედროვე ცეკვების შესწავლა. ანსამბლი წარმატებით მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონკურს-ფესტივალებში და მოპოვებული აქვს არაერთი გამარჯვება.