პარლამენტში დღეს ეროვნული ბანკის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს მოუსმენენ.
საფინანსო დოკუმენტს სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა წარადგენს.
ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვასა და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.
"ქართული ოცნებაში" აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობის პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობს, განიცდის პროგრესს, რაც ზრდის საქართველოს საიმედო როლს ინვესტიციებისთვის.
"ანგარიში საკმაოდ საინტერესო პროცესთან არის დაკავშირებული. ბევრი საკითხია, რაზეც შეკითხვები იქნება. რასაკვირველია, ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, მაგრამ საგანგებოდ უნდა აღინიშნოს უშველებელი, მსოფლიო დონის იტალიური კომპანიის შემოსვლა საქართველოში, ციფრული ტექნოლოგიებით საბანკო სისტემაში. საქართველოს საიმედო პარტნიორია, საქართველო ინვესტიციებისთვის გახსნილია და ინვესტიციები დაცულია იმ სისტემით, რომელიც ჩამოყალიბდა მმართველობაში,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.